• მობილური მომსახურება
    დღეისთვის საქართველოში ოპერირებს 5 მობილური ოპერატორი; მობილური აბონ­ენტების რაოდენობამ 2015 წლის მეორე კვარტალში 5.83 მლნ აბონენტი შეადგინა. 2014 წლის მეორე კვარტალთან შედარებით, აბონენტების რაოდენობა 13.7%-ით გაიზარდა (704 ათასი აბონენტით), მობილური აბონენტების სიმკვრივემ კი 132.5% შეადგინა.
  • ფიქსირებული სატელეფონო მომსახურება
    დღეისათვის საქართველოში ფიქსირებული სატელეფონო კომუნიკაციების ბაზარზე სულ 28 კომპანია ოპერირებს. კომუტირებად სადენიან ტექნოლოგიას 14 ავტორიზებული პირი იყენებს, CDMA – 3, VoIP-ს კი 19. საქართველოში ფიქსირებული სატელეფონო კომუნიკაციების აბონ­ენტების რაოდენობამ 2015 წლის მეორე კვარტალში 1.02 მლნ აბონენტი შეადგინა. 2014 წლის მეორე კვარტალთან შედარებით, აბონენტების რაოდენობა 11.4%-ით (131 ათასი აბონენტით) შემცირდა. ფიქსირებული სატელეფონო კომუნიკაციების აბონენტების სიმკვრივემ 81.3% შეადგინა.
  • ფიქსირებული ფართოზოლოვანი მომსახურება
    2015 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით, ოპტიკურ-ბოჭკოვან მომსახურებას 32 ავტორიზებული პირი ეწეოდა, DSL მომსახურებასაც 13 პირი, WiMax – 3 პირი, WiFi – 121 პირი. საქართველოში ფიქსირებული ფართოზოლოვანი მომსახურების აბონენტების რაოდენობამ 2015 წლის მეორე კვარტალში, 606.45 ათასი აბონენტი შეადგინა. 2014 წლის მეორე კვარტალთან შედარებით, აბონენტების რაოდენობა 5.5%-ით (31.74 ათასი აბონენტით) გაიზარდა. ფიქსირებული ფართოზოლოვანი აბონენტების სიმკვრივემ 48.5% შეადგინა.
  • მაუწყებლობის ტრანზიტი
    2015 წლის მეორე კვარტალში სულ 435.8 ათასი აბონენტი დაფიქსირდა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.7%-ით (57.9 ათასი აბონენტით) ნაკლებია. მაუწყებლობის ტრანზიტორების აბონენტების სიმკვრივემ 34.9%-შეადგინა.
  • სატელეფონო ნომრების პორტაბელურობა
    მობილური ნომრის პორტაბელურობის მომსახურების დანერგვიდან (2011 წლის 15 თებერვლიდან 2015 წლის 30 აპრილის ჩათვლით) სულ 480.6 ათასი ნომრის პორტირება განხორციელდა. 2011-2015 წლებში პორტირების შედეგად ყველაზე მეტი აბონენტი მაგთიკომმა მიიღო - 234 ათასი, მას მოსდევს ჯეოსელი - 182.8 ათასი, მობიტელი - 63.6 ათასი და სილქნეტი - 141 აბონენტი. ფიქსირებული ნომრის პორტაბელურობის მომსახურების დანერგვიდან (2011 წლის 1 დეკემბრიდან 2015 წლის 30 აპრილის ჩათვლით) სულ 5,701 ნომრის პორტირება განხორციელდა. ყველაზე მეტი პორტირება სილქნეტში მოხდა - 1,924 ნომერი, მას მოსდევს ჯეონეთი - 1,323 ნომერი.
  • ფიქსირებული ფართოზოლოვანი მომსახურება
    საქართველოში ფიქსირებული ფართოზოლოვანი მომსახურების აბონენტების რაოდენობამ 2015 წლის მეორე კვარტალში, 606.45 ათასი აბონენტი შეადგინა. 2014 წლის მეორე კვარტალთან შედარებით, აბონენტების რაოდენობა 5.5%-ით (31.74 ათასი აბონენტით) გაიზარდა. ფიქსირებული ფართოზოლოვანი აბონენტების სიმკვრივემ 48.5% შეადგინა.